www.tour-hunting-georgia.ge  
 

საზაფხულო ბანაკი კურორტ ბეშუმში, ჩირუხის მთაში და ურეკში  

განაცხადის ფორმა

          კომპანია “ეკოტური-GE” (www.tour-hunting-georgia.ge) რეგისტრირებულია საქართველოში. ჩვენი მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია. კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა საგანმანათლებლო-საზაფხულო ბანაკების ორგანიზება-განხორციელება.

      “ეკოტური-GE” გამოცდილ და პროფესიონალ თანამშრომლებთან ერთად 2009 წლის 15 ივლისიდან 23 აგვისტომდე  იწყებს საზაფხულო ბანაკის 10 დღიანი პროგრამის განხორციელებას ზემო აჭარის კურორტ ბეშუმში, ჩირუხის მთაში და ურეკში (არჩევა მოხდება სურვილის შესაბამისად) შემდეგ ეტაპებად:

 I ეტაპი  15 – 24 ივლისი

II ეტაპი 25 ივლისი - 3 აგვისტო

III ეტაპი 4 - 13 აგვისტო

IV  ეტაპი 14 - 23 აგვისტო

 ბანაკში მონაწილეთა ასაკი: 12-დან 15 წლამდე მოზარდები

საზაფხულო ბანაკის პროგრამა საგანმანათლებლო-შემეცნებითია და ითვალისწინებს:

  • სემინარებს თემებზე: პროფესიის არჩევა, კონფლიქტები მოზარდებში და სხვ.

  • ღია დებატებს მოზარდებისათვის საინტერესო თემებზე

  • ლაშქრობებს (ისტორიული მომოხილვით)

  • თეატრალური დადგმების ჩვენებას მოზარდების მიერ შერჩეული სცენარის მიხედვით

  • სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებს

  • აჭარული ტრადიციული ხელსაქმის გაცნობა-შესწავლას, როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის (ბეშუმისა და ჩირუხის მთის ბანაკებში)

  • ექსკურსიებს ისტორიული ძეგლების და მუზეუმების მოსანახულებლად

  • საზაფხულო ბანაკის დასკვნით  ღონისძიებას

        ბანაკის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. განსაკუთრებული აქტიურობისათვის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის შემთხვევაში მოზარდები დაჯილდოვდებიან სიგელით და სხვადასხვა პრიზებით.

 ჩვენი ბანაკის პრიორიტეტებია:

  1. საკურორტო რეგიონი

  2. ეკოლოგიურად სუფთა და მაღალკალორიული პროდუქტები

  3. დაცული და უსაფრთხო ტერიტორია

  4. თბილი და მზრუნველი გარემო

  5. ერთობლივად დასვენების და უნარ-ჩვევების შეძენის საუკეთესო შესაძლებლობა

 საზაფხულო ბანაკის ღირებულება 1 მოზარდზე 320 ლარი. თანხის საფასური ითვალისწინებს ღამისთევას, სამჯერად კვებას, სატრანსპორტო გადაადგილებას, მუზეუმში  შესვლის საფასურს, კვებას ლაშქრობისას, ტრენინგის მასალებს და სხვა.

      ბანაკს ჰყავს ხელმძღვანელი, პედაგოგი, მეთვალყურე და ექიმი. დაგეგმილ აქტივობებს განახორცილებენ მოწვეული ტრენერები და პედაგოგები.

 მიღება I და შემდგომი ეტაპებისთვის დაწყებულია. I ეტაპისთვის განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 13 ივლისი.  

დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  ტელეფონზე: 877 44 61 62 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე;                          

 

info@tour-hunting-georgia.ge

განაცხადის ფორმა

 

www.tour-hunting-georgia.ge
 

Copyright © 2009, Zurab Siradze. All rights reserved